The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან აბზიანიძე

დაბადების თარიღი:1929  (95 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ჭიათურის II საშუალო სკოლა 1946 წელს.

1944 წლიდან იყო ჭიათურის თეატრის მსახიობი, 1967 წლიდან, პარალელურად ტექნიკური რეჟისორი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დარიკო(დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ჭუჭულა(გ. ბერძენიშვილის "სიყვარულის ძალა"), გოგიჩა(ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), სარე(კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), ზაბლონა მასწავლებელი(ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ქაბატო, მაშო(ა. ცაგარელის "ხანუმა", "ციმბირელი"), ოფელია(ვ. კანდელაკის "ამაღლებული სოფელი"), მედიკო(გ. ანანიაშვილის "მესხეთის მიწაზე"), გვანცა(რ. ჯაფარიძის "ჯარისკაცის ქვრივი"), ვიკი(ა. პარნასის "აფროდიტეს კუნძული"), ევა(ჰ. ბიჩერ სტოუს "ბიძია თომას ქოხი") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.58

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: