The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი დეისაძე

დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1909  (114 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1918-1926 წლებში სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია, 1928-1930 წლებში სწავლობდა ქუთაისის თეატრის ექსპერიმენტულ სტუდიაში კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით.

1931 წლიდან იყო მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დათა (ს. მთვარაძის "აურიე რგოლი"), ხუტა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია"), კლიმკა (ნ. ოსტროვსკის "პავკა კორჩაგინი"), ბაადური (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ყარამანი (კ. გოგიჩაიშვილის "ფარავნელი ჭაბუკი"), მალხაზი (მ. ჯაფარიძის "ლამპარი"), პეტროვიჩი (ი. არაყიშვილის "თამარის ბაქანი"), ქოქიაშვილი, სერგეი(გ. ნახუცრიშვილის "სიჭაბუკე ბელადისა"), კოჩია, ჯაშუში (გ. ბერძენიშვილის "მშვიდობის მტრედები", "აჭარის მთებში"), ტიტიკო (ვ. დარასელის "კიკვიძე"), კორესპონდენტი (ვ. კანდელაკის "ორი სპეციალისტი"), ყარამანი, კაკო (გ. ნახუცრიშვილის "პატარა მეგობრები") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.60

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: