Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი დეისაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1918-1926 წლებში სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია, 1928-1930 წლებში სწავლობდა ქუთაისის თეატრის ექსპერიმენტულ სტუდიაში კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. 1931 წლიდან იყო მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დათა (ს. მთვარაძის "აურიე რგოლი"), ხუტა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია"), კლიმკა (ნ. ოსტროვსკის "პავკა კორჩაგინი"), ბაადური (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ყარამანი (კ. გოგიჩაიშვილის "ფარავნელი ჭაბუკი"), მალხაზი (მ. ჯაფარიძის "ლამპარი"), პეტროვიჩი (ი. არაყიშვილის "თამარის ბაქანი"), ქოქიაშვილი, სერგეი(გ. ნახუცრიშვილის "სიჭაბუკე ბელადისა"), კოჩია, ჯაშუში (გ. ბერძენიშვილის "მშვიდობის მტრედები", "აჭარის მთებში"), ტიტიკო (ვ. დარასელის "კიკვიძე"), კორესპონდენტი (ვ. კანდელაკის "ორი სპეციალისტი"), ყარამანი, კაკო (გ. ნახუცრიშვილის "პატარა მეგობრები") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.60 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |