The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯამუ გარუჩავა

ჯამუ გარუჩავა
ოფიციალური სახელი:შალვა გარუჩავა
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1929  (94 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1968 წელს.

1941-1948 წლებში ცეკვავდა სენაკის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. 1949-1968 წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტი. 1953 წელს ბუქარესტში მსოფლიო ახალგაზრდობის IV ფესტივალზე მოიპოვა ლაურეატის წოდება. ანსამბლთან ერთად გასტროლებზე იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ბელგიაში, ინგლისსა და აშშ-ში. მისი ქორეოგრაფიული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ცეკვები: "მხედრული", "ხორუმი", "შეჯიბრი", "ფერხული". 1958 წელს მონაწილეობდა საქართველოს ხელოვნების დეკადაში მოსკოვში. 1969-1972 წლებში შალვა გარუჩავა იყო კინოკომიტეტის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1973 წელს იყო კინოთეატრ "რუსთაველის" დირექტორის მოადგილე. 1973-1981 წლებში იყო კინოთეატრ "სპარტაკის", ხოლო 1981 წლიდან კინოთეატრ "გაზაფხულის" დირექტორი. გადაღებულია დოკუმენტურ ფილმში "მსოფლიო ტაშს უკრავს". 2016 წელს ქ. სენაკში გაუხსნეს ვარსკვლავი.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.70; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.272

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - სენაკის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: