The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ფოცხვერაშვილი

დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1985  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

შორაპნის შვიდწლედის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის ამიერ კავკასიის რკინიგზის სამშენებლო ტექნიკუმში(1930-1936).

1936-1940 წლებში მღეროდა დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდში(ხელმძღვანელი კ. პაჭკორია), ხოლო 1941-1945 წლებში შინსახკომის ჯარების ანსამბლში(ხელმძღვანელი ს. გველესიანი). 1945-1962 წლებში ვალერიან ფოცხვერაშვილი იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი სოლისტი. მონაწილეობდა საქართველოს ხელოვნების დეკადაში მოსკოვში 1937 და 1958 წლებში. 1962 წლიდან იყო ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "სინათლის" სოლისტი. 1976 წლიდან, პარალელურად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ანსამბლში. ასრულებდა სიმღერებს: "იმერული მგზავრული", "კეისრული", "ოდოია", "სისა ტურა", "სიმღერები შრომის გმირებზე(ნ. ხურციას დამუშავებით) და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.70

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: