Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან ფოცხვერაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. შორაპნის შვიდწლედის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის ამიერ კავკასიის რკინიგზის სამშენებლო ტექნიკუმში(1930-1936). 1936-1940 წლებში მღეროდა დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდში(ხელმძღვანელი კ. პაჭკორია), ხოლო 1941-1945 წლებში შინსახკომის ჯარების ანსამბლში(ხელმძღვანელი ს. გველესიანი). 1945-1962 წლებში ვალერიან ფოცხვერაშვილი იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი სოლისტი. მონაწილეობდა საქართველოს ხელოვნების დეკადაში მოსკოვში 1937 და 1958 წლებში. 1962 წლიდან იყო ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "სინათლის" სოლისტი. 1976 წლიდან, პარალელურად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ანსამბლში. ასრულებდა სიმღერებს: "იმერული მგზავრული", "კეისრული", "ოდოია", "სისა ტურა", "სიმღერები შრომის გმირებზე(ნ. ხურციას დამუშავებით) და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.70 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |