შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ელოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი. გამოირჩეოდა მონდომებული შრომით, ყოველგვარ საქმეს დიდი გატაცებით აკეთებდა, ხელმარჯვე იყო, ბევრის მცოდნე და ბევრ რამეს ასწავლიდა თანატოლებსა და ახალგაზრდებს, ამიტომ შეარქვეს მას მეტსახელად "ოსტატი ალექსა"; მუსიკალური სმენით უხვად დაჯილდოებული, სიმღერებს გლეხებისგან სწავლობდა ხვნა-თესვის, კალოობისა და რთველის დროს, აგრეთვე ნათლობა-ქორწილებში; ტკბილი ხმა ჰქონდა, გელხებს ძალიან უყვარდათ "ოსტატ ალექსას" ნამღერის მოსმენა; წლოვანებით "დედას ლევანაზე" დიდი იყო, მაგრამ მას ყოველთვის წინ აყენებდა და იმ ჯგუფში, რომელშიც მასთან და "დედას ლევანასთან" ერთად მიხა ირემაშვილი, ბათო როსტომაშვილი, მიხა ავგაროზიშვილი, ხოლო ბოლო წლებში მისი შვილი ნინია შედიოდა, თავკაცობას "დედას ლევანას" უთმობდა; ამაში მჟღავნდებოდა მისი მოკრძალება და მორიდებულობა; ადრეულ წლებში, მანაც სხვების მსგავსად ჩააწერინა სიმღერები იოსებ რატილს, ხოლო შემდეგ ბევრი რამ მიაწოდა ზაქარია ფალიაშვილს; მას, მრავალთა გადმოცემით, სხვა თანატოლ მომღერლებზე უკეთ სცოდნია ქართლ-კახური ხალხური სიმღერები, რომელთაც ასე მონდომებით გადასცემდა მომავალ თაობას; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 88
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |