The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი ელოშვილი

Other name:ოსტატი ალექსა
Date of birth:1849
Date of death:1933  (at 84 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი.

გამოირჩეოდა მონდომებული შრომით, ყოველგვარ საქმეს დიდი გატაცებით აკეთებდა, ხელმარჯვე იყო, ბევრის მცოდნე და ბევრ რამეს ასწავლიდა თანატოლებსა და ახალგაზრდებს, ამიტომ შეარქვეს მას მეტსახელად "ოსტატი ალექსა"; მუსიკალური სმენით უხვად დაჯილდოებული, სიმღერებს გლეხებისგან სწავლობდა ხვნა-თესვის, კალოობისა და რთველის დროს, აგრეთვე ნათლობა-ქორწილებში; ტკბილი ხმა ჰქონდა, გელხებს ძალიან უყვარდათ "ოსტატ ალექსას" ნამღერის მოსმენა; წლოვანებით "დედას ლევანაზე" დიდი იყო, მაგრამ მას ყოველთვის წინ აყენებდა და იმ ჯგუფში, რომელშიც მასთან და "დედას ლევანასთან" ერთად მიხა ირემაშვილი, ბათო როსტომაშვილი, მიხა ავგაროზიშვილი, ხოლო ბოლო წლებში მისი შვილი ნინია შედიოდა, თავკაცობას "დედას ლევანას" უთმობდა; ამაში მჟღავნდებოდა მისი მოკრძალება და მორიდებულობა; ადრეულ წლებში, მანაც სხვების მსგავსად ჩააწერინა სიმღერები იოსებ რატილს, ხოლო შემდეგ ბევრი რამ მიაწოდა ზაქარია ფალიაშვილს; მას, მრავალთა გადმოცემით, სხვა თანატოლ მომღერლებზე უკეთ სცოდნია ქართლ-კახური ხალხური სიმღერები, რომელთაც ასე მონდომებით გადასცემდა მომავალ თაობას; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 88



Share: