The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო ცხვედაძე

ნიკო ცხვედაძე
Legal name:ნიკოლოზ ცხვედაძე
Other name:ქვემო ქართლელი  (Pseudonym)
Date of birth:8 January, 1845
Date of death:30 October, 1911  (at 66 years)
Burial location:ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი
Category:Educator, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სოჯინი, ახლანდელი ცხინვალის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია.

1869 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელია. 1874 წლის შემდეგ ასწავლიდა თბილისის ქალთა ინსტიტუტში და წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი, მისი წესდების პროექტის შემდგენელი. მისი უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ქართული სკოლები გაიხსნა ვლადიკავკაზში, ბაქოსა და ბათუმში. აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო კომისიაში, რომელმაც მიიღო თბილისის საქალაქო სკოლების რეორგანიზაციის ცხვედაძის მიერ შედგენილი პროექტი. 1898 წელს იგი სათავეში ჩაუდგა თბილისის ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის გათვალისწინებული შენობის აგების საქმეს. შენობის ასაგები თანხა მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეგროვდა. 1877 წელს  სწავლა-აღზრდის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის მიზნით, მან დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა; ეს მოგზაურობა აღწერა სტატიაში: "მოკლე შენიშვნები საზღვარგარეთიდან" ("ივერია", 1878 ნოემბერი, NN 31-42). მასვე ეკუთვნის "მისვლა-მოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის 1492-1664 წლებში" (ჟურნალი "მნათობი", 1871, N5,6), "დასავლეთ ევროპის გონებითი და ეკონომიური მოძრაობა თავისი მიზეზებით მე-16 საუკუნეში" (ჟურნალი "კრებული", 1872, N19,12; 1873, N1), "ჩვენი ხალხის განათლება, ხელოსნობა და მეურნეობა" ("ივერია", 1877, N33-41). ქართველი საზოგადო მოღვაწე. 2008 წლის 26 ნოემბერს მისი ნეშტი დიდუბის პანთეონიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში იქნა გადმოსვენებული.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.251

Member of Organizations

  • თბილისის ქალაქის ხმოსანი (1889-1892)
  • თბილისის ქართული გიმნაზია, თავმჯდომარის ამხანაგი
  • თბილისის ქართული გიმნაზია, გამგე-კომიტეტის წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების მუდმივი წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თავმჯდომარის უცვლელი ამხანაგი, მოადგილე (1899-1907)

Bibliography


Share: