The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არსენ ბერიძე

არსენ ბერიძე
Date of birth:18 April, 1933  (92 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ასპინძის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1958 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში ინჟინრად; მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" ნორმატიულ-კვლევით სადგურში მთავარ ინჟინრად და სადგურის უფროსად; ასევე, ამავე ტრესტის ხე-ტყის დამამუშავებელი კომბინატის მთავარ ინჟინრად და დირექტორად, N4 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1959-1986წწ. იყო რუსთავის სახლსაშენი კომბინატის მთავარი ინჟინერი და დირექტორი; 1986 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატის ბინათმშენებლობის საწარმოო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, შემდეგ ხელმძღვანელობდა ამავე სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვის" N4 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს; მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.81-82


Share: