The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ცხვირაშვილი

იოსებ ცხვირაშვილი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1910  (114 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭალა, ახლანდელი ხაშურის რაიონი. 

1922 წლიდან მონაწილეობდა ხაშურის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1933-1941 და 1946-1950 წლებში მუშაობდა ხაშურისა და ახალციხის თეატრებში, 1950 წლიდან კი სამხრეთ ოსეთის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრის (ქართული დასი) მსახიობია. როლები: ბეკინა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), თორნიკე (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა") ანტონიო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), მეფე ერეკლე (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ზიმზიმოვი (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ხახული (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება") და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.252

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: