შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ძაბახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბზვანი, ახლანდელი ვანის რაიონი. დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1925 წელს. 1931-32 წლებში ლენინგრადის ჯავშანსატანკო ჯარების მეთაურთა მოსამზადებელ კურსებზე სწავლობდა. 1937 წელს დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. 1938-1941 წლებში საქართველოს სსრ სამხარეო კომისარი იყო. დიდი სამამულო ომის 1942-1945 წლებში მეთაურობდა 224-ე, 414-ე ქართულ მსროლელ დივიზიებს, მონაწილეობდა ქერჩის, სიმფეროპოლის და სევასტოპოლის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. ომის შემდეგ მსახურობდა ვოლგისპირეთის, დონისა და შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებში. 1956 წლიდან თადარიგში იყო. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.260; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/98047 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |