The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ძაბახიძე

ვალერიან ძაბახიძე
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:28 აპრილი, 1986  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბზვანი, ახლანდელი ვანის რაიონი.

დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1925 წელს. 1931-32 წლებში ლენინგრადის ჯავშანსატანკო ჯარების მეთაურთა მოსამზადებელ კურსებზე სწავლობდა. 1937 წელს დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.

1938-1941 წლებში საქართველოს სსრ სამხარეო კომისარი იყო. დიდი სამამულო ომის 1942-1945 წლებში მეთაურობდა 224-ე, 414-ე  ქართულ მსროლელ დივიზიებს, მონაწილეობდა ქერჩის, სიმფეროპოლის და სევასტოპოლის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. ომის შემდეგ მსახურობდა ვოლგისპირეთის, დონისა და შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებში. 1956 წლიდან თადარიგში იყო.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.260; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/98047

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ I მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • სკკპ , წევრი (1925-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - გენერალ-მაიორი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: