Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ ბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭიხასულა, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1975წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსაკოლმშენპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1975-1978წწ. სამშენებლო ტრესტ "საქენერგომშენის" საინჟინრო ნაგებობათა სამშენებლო სამმართველოში - სამუშაოთა მწარმოებლად, გეოტექნიკური სამსახურის უფროსად; 1980-1982წწ. გაერთიანება "საქსოფლმონტაჟკომპლექტის" N8 სპეციალიზებულ მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში; 1982-1985წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალიზებულ სამშენებლო სამმართველოში უბნის უფროსად; 1985-1990წწ. იყო რესპუბლიკური სამშენებლო გაერთიანება "საქსაკოლმშენის" უბნის უფროსი, სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერიმენტულ საშენ მასალათა კომბინატის დირექტორის მოადგილე, დირექტორი; 1995-1996წწ. საქართველოს რკინიგზის სამშენებლო ტრესტის სამშენებლო ნაკეთობათა საწარმოს დირექტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.82
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |