Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეო ბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ცაგერი, ცაგერის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1950 წელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო-საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინერ-მგეგმავად; 1956 წელს მუშაობა გააგრძელა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქშახტპროექტში" ჯგუფის, განყოფილების უფროსად; 1961-1966წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტურულ ბიუროს ხელმძღვანელობდა, იყო პროექტის მთავარი ინჟინერი; 1969 წელს დაინიშნა რესპუბლიკური გაერთიანება "ცეკავშირის" საპროექტო ბიუროს მთავარი ინჟინრის მოადგილედ, ხოლო 1974 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რესპუბლიკური გაერთიანება "საქკოლმშენის" საპროექტო ინსტიტუტ "საქკოლმშენპროექტის" მთავარი ინჟინერი იყო; მისი უშუალო მონაწილეობითა და ავტორობით დამუშავებულია ათობით რეალიზებული ობიექტის პროექტები. მათ შორის: კულტურის სახლები ქ. ტყვარჩელსა და ქ. ტყიბულში (1952-1954წწ.), "საქშახტმშენის" ადმინისტრაციული შენობა (არქიტექტორულ ჯგუფთან თანაავტორობით - 1950-1959წწ), საბაგირო გზა მთაწმინდაზე (1956წ.), მიწისზედა შენობების რეკონსტრუქციის პროექტი ქ. შახტში (1957წ.), სამთო-გამამდიდრებელი კომბინატისა და მის რეგიონში საცხოვრებელი სახლების დასახლების პროექტი ონის რაიონის სოფ. ირში (1955-1957წწ.), "ტყიბულქვანახშირის" ადმინისტრაციული შენობის ქ. ტყიბულის ცენტრში (1955-1956წწ.), ცენტრალური სპორტული სტადიონი ქ. შახტში (1955წ.), რესპუბლიკურ გაერთიანება "ცეკავშირის" პანსიონატი 250 საწოლზე კურორტ საირმეში, სანატორიული კომპლექსი ბორჯომის რაიონის დაბა ლიკანში (1973წ), საცხოვრებელი კომპლექსები სოფ. უდაბნოსა და ზემო ყანდაურში (1976-1980წწ.), მეცხოველეობის კომპლექსები მეჯვრისხევში, აბაშის რაიონის სოფ. ანჯელში და სხვ.; აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში იყო წარმატებული სპორტსმენი, რესპუბლიკური ნაკრების წევრი კრივში; მონაწილეობდა საქართველოსა და სსრკ ჩემპიონატებში; რამდენიმე სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.84 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |