შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი სამიმოსვლო გზების მშენებლობის სპეციალობით 1970 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო სატრანსპორტო მშენებლობის კავკასიის საპროექტო ინსტიტუტში ("კავჰიპროტრანსი") ინჟინრად; 1972 წლიდან მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო ბიუროში ინჟინრად, ხიდების სამშენებლო ორგანიზაციებში სამუშაოთა მწარმოებლად; 1984 წლიდან მუშაობდა სამინისტროს მთავარი საავტომობილო გზების სამმართველოში, N27 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1985-1989წწ. ხელმძღვანელობდა N2 საგზაო-სამშენებლო სამმართველოს; 1989 წლიდან იყო საქართველოს მაგისტრალური გზების საწარმოო გაერთიანება "საქავტომაგისტრალის" უფროსი, სისტემის რეორგანიზების შემდეგ კი, 1995 წლიდან - N31 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს უფროსი; ხელმძღვანელობდა ფირმა "საქართველოს სამხედრო გზას"; ასრულებს ამ სტრატეგიული მნიშვნელობის გზის მშენებლობისა და მოვლა-შენახვის სამუშაოებს; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აიგო და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სხვადასხვა ობიექტს და გზის მონაკვეთებს. მათ შორის: სახიდე გადასასვლელები კახეთში, "ჩოხატაური-ბახმაროს", "ყაზბეგი-ვლადიკავკაზის", "გუდაური-ყაზბეგის", "ფასანაური-გუდაურის", "მცხეთა-ფასანაურის" გზის მონაკვეთები და საგზაო ხელოვნური ნაგებობები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.84-85; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.320 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |