The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ ძიძიგური

ვარლამ ძიძიგური
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1889
გარდაცვ. თარიღი:6 მაისი, 1957  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ახლანდელი ხონის რაიონი. 

დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია 1909 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1923 წელს.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ავტორია ქართული ენის სასკოლო მეთოდური სახელმძღვანელოებისა. მის მიერ ა. გვახარიასთან ერთად შედგენილი "დედაენა" 18-ჯერ გამოიცა (1926- 1943). თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში, სადაც სისტემატურად იბეჭდებოდა მისი წერილები, კორესპონდენციები, რეცენზიები, ლექსები. 1959 წელს მათხოჯის საშუალო სკოლას მიენიჭა ვარლამ ძიძიგურის სახელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.278; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.139

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • ქართული ენის სწავლება დაწყებით სკოლაში (ავტორი). - თბილისი, სამეცნ.-მეთოდ. კაბინეტის გამ-ბ, 1954. - 296გვ.
  • ანბანი : ქართული ენის სახელმძღვანელო პირველი კლასისათვის (თანაავტორი). - ტფილისი, სახელგამის სასწ.-პედ. სექტორის გა-მა და 1-ლი სტ., 1936. - 80გვ.
  • პირველი წიგნი : პირველი ჯგუფის სამუშაო წიგნი (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1931. - 144გვ.

გააზიარე: