The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ძიძიშვილი

ნიკოლოზ ძიძიშვილი
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1907
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 1987  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

მისი ძირითადი შრომები ეხება რეცეპტორთა ფიზიოლოგიას; იკვლევდა ნერვული სისტემის მოქმედების ონტოგენეზის, ემოციათა ფიზიოლოგიის და სხვა საკითხებს. არის ლირიკული ლექსების ავტორი. ფიზიოლოგი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1947), პროფესორი(1948). საქართველოში ელექტროენცეფალოგრაფიული გამოკვლევების წამომწყები, რეცეპტორთა ფიზიოლოგიის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.278

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველო ფიზიოლოგთა საზოგადოება, ერთ-ერთი დამაარსებელი
  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ემოციათა ფიზიოლოგიური ლაბორატორია, ხელმძღვანელი (1961-)
  • ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1947 - ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია
    რეცეპტორთა ფიზიოლოგიის დარგში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: