შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლამ ძნელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მიხაილოვი, ახლანდელი ხაშური. 1907 წელს პეტერბურგში იყო, შემდეგ ეკატერინოსლავში მუშაობდა პროფკავშირებში, საიდანაც ხაშურში დაბრუნდა და არალეგალური საქმიანობა განაგრძო. 1911- 1913 წლებში პატიმრობაში იყო. 1917 წელს ტრაპიზონში პარტიულ მუშაობას ეწეოდა ჯარის ნაწილებში. 1918 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის მშრომელთა შეიარაღებულ აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში იმყოფებოდა. იქ შეიყვანეს რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტისა და თერგის ოლქის საბჭოს მთავრობის შემადგენლობაში, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეჭირა. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე. 1905-1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.280 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |