The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ ძნელაძე

დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:23 თებერვალი, 1963  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა მიხაილოვი, ახლანდელი ხაშური.

1907 წელს პეტერბურგში იყო, შემდეგ ეკატერინოსლავში მუშაობდა პროფკავშირებში, საიდანაც ხაშურში დაბრუნდა და არალეგალური საქმიანობა განაგრძო. 1911- 1913 წლებში პატიმრობაში იყო. 1917 წელს ტრაპიზონში პარტიულ მუშაობას ეწეოდა ჯარის ნაწილებში. 1918 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის მშრომელთა შეიარაღებულ აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში იმყოფებოდა. იქ შეიყვანეს რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტისა და თერგის ოლქის საბჭოს მთავრობის შემადგენლობაში, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეჭირა. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე. 1905-1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.280

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1903-)

გააზიარე: