The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ვოლგუსტი

ვლადიმერ ვოლგუსტი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1924
გარდაცვ. თარიღი:1995  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი პროფესორ ბ. ზონის ხელმძღვანელობით 1949 წელს.

თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობას იწყებს რუსულ მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. დიდი წარმატება მოუპოვა მას ამ თეატრში დადგმულმა სადიპლომო სპექტაკლმა (ლ. გერასკინას "სიმწიფის ატესტატი"). მას ხშირად იწვევდნენ სამუშაოდ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში. ვ. ვოლგუსტი ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში, სადაც ასწავლიდა სამსახიობო ოსტატობას. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ს. მიხალკოვის "გაამაყებული ბაჭია", ს. აკსაკოვის "ალისფერი ყვავილი", ო. ნეჩაევისა და ვ. ვლადიჩინას "მშვენიერი ვასილისა", შ. პეროს "ჩექმებიანი კატა", ს. მარშაკის "ფისუნიას სახლი", ც. სოლოდარის "მარსელელი ბიჭი"  და სხვა.  რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე რეჟისორმა დადგა ქართველი დრამატურგების პიესები: ლ. ალექსიძის "რისთვის (ი. ჭავჭავაძის მოთხრობების მიხედვით), გ. ბერძენიშვილის "კოჭლი მეწისქვილე", გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა" და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.- გვ.23-24; kino-teatr.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: