Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ვოლგუსტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლენინგრადის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი პროფესორ ბ. ზონის ხელმძღვანელობით 1949 წელს. თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობას იწყებს რუსულ მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. დიდი წარმატება მოუპოვა მას ამ თეატრში დადგმულმა სადიპლომო სპექტაკლმა (ლ. გერასკინას "სიმწიფის ატესტატი"). მას ხშირად იწვევდნენ სამუშაოდ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში. ვ. ვოლგუსტი ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში, სადაც ასწავლიდა სამსახიობო ოსტატობას. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ს. მიხალკოვის "გაამაყებული ბაჭია", ს. აკსაკოვის "ალისფერი ყვავილი", ო. ნეჩაევისა და ვ. ვლადიჩინას "მშვენიერი ვასილისა", შ. პეროს "ჩექმებიანი კატა", ს. მარშაკის "ფისუნიას სახლი", ც. სოლოდარის "მარსელელი ბიჭი" და სხვა. რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე რეჟისორმა დადგა ქართველი დრამატურგების პიესები: ლ. ალექსიძის "რისთვის (ი. ჭავჭავაძის მოთხრობების მიხედვით), გ. ბერძენიშვილის "კოჭლი მეწისქვილე", გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა" და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.- გვ.23-24; kino-teatr.ru Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |