The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ბერულავა

ვახტანგ ბერულავა
Date of birth:3 April, 1934
Date of death:3 March, 2022  (at 87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ენერგეტიკის ინსტიტუტი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1958 წელს.

1958-1960წწ. მუშაობდა რესპუბლიკურ სამშენებლო გაერთიანება "საქსოფლელექტრომშენის" სამშენებლო ტრესტში "ჯირხვაჰესის" მშენებლობაზე, ჯერ მშენებელ ოსტატად, შემდეგ კი სამუშაოთა მწარმოებლად; 1960 წელს გადაიყვანეს საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტში, ინსტრუქტორად, მშენებლობის დარგის კურატორად; 1969 წლიდან იყო სოხუმის პარტიული და სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე; 1964-1980წწ. მუშაობდა კპ სოხუმის საქალაქო კომიტეტში, ჯერ განყოფილების გამგედ, ხოლო შემდგომ ქალაქკომის მდივნად მშენებლობის დარგში; 1980-1986წწ. იყო პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1986-1988წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგში; 1998-2004წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მთავარ კონსულტანტად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.85-86

Awards and Honors

  • აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი
  • ღირსების ორდენი

Share: