The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ბეჭვაია

ვლადიმერ ბეჭვაია
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1909
გარდაცვ. თარიღი:1963  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი 1931 წელს, შემდეგ სწავლა განაგრძო ქ. ოდესის გემთსამშენებლო ინსტიტუტი.

1936 წელს ჩამოვიდა სამუშაოდ ზუგდიდში; 1956-1958წწ. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ქალაქ ზუგდიდში აშენდა ფართოეკრანიანი კინოთეატრი (ახლანდელი "ატრიუმი"), მაცხოვრის კარის გორაზე რესტორანი და რუსთაველის ქუჩის ხეივანი, რომელიც მთელს სიგრძეზე გასდევს მას და დღემდე რეკონსტრუირებული სახით ამშვენებს ქალაქს; 1953-1957წწ. იყო ქ. ზუგდიდის მთავარი ინჟინერ-არქიტექტორი; 1958-1960წწ. კი სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს "მშენბანკის" ზუგდიდის განყოფილების უფროსის მოადგილე და მთავარი ინჟინეერი; მისი პროექტების მიხედვით აშენდა ბევრი სკოლა და საავადმყოფო ზუგდიდის რაიონის სოფლებში; მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო და სიგელი ობიექტების მშენებლობის დროულად და ხარისხიანად დასრულებისთვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.86


გააზიარე: