Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ძნელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბურნათი, ჩოხატაურის რაიონი. სწავლობდა თბილისში - ნატიფ ხელოვნებათა ხელშემწყობ კავკასიის საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში. 1917 წელს დაამთავრა კიევის სამხატვრო სასწავლებელი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის საშუალო სკოლებში. იგი ავტორია ქაღალდზე ფანქრით, სანგინით, ტუშით ან აკვარელით შესრულებული მცირე ზომის ნახატებისა. მისი შემოქმედების მთავარი თემაა გურიის ყოფა. შესრულებული აქვს ს. გუგუნავას პოემა "თამარიანისა" და ე. ნინოშვილის თხზულებათა ილუსტრაციები. მისი ნახატებისათვის დამახასიათებელია რამდენიმე დეკორატიულ-დინამიკური კომპოზიცია, ცოცხალი, ექსპრესიული, ზოგჯერ - თითქმის გროტესკული ფიგურები. ნამუშევრები: "აჯანყებულთა ხელში" (1926), "ხევსურის სიკვდილი" (1928) "აჯანყებულთა ფიცი" (1932), "კრიმანჭული", "ჯანყი გურიაში"(1934, ყველა საქართველოს სურათების გალერეა). შექმნა ფერწერული ტილოები - "სადილი ხის ჩრდილში" (1925) "კალათიანი გოგონა" (1927) და სხვა. საერთო ჯამში მან 2000-ზე მეტი მცირე და მოზრდილი ნამუშევარი დატოვა. 2017 წელს "ქარვასლაში" შალვას შემოქმედების გამოფენა გაიმართა. შალვა ძნელაძის ნამუშევრების უმეტესი ნაწილი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ნაწილი კი სხვადასხვა მუზეუმის (გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული არქივი, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის გალერეა, ჩოხატაურის ნ. ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) ფონდებსა და კერძო კოლექციებში. 2022 წელს სოფელ დიღომში გაიხსნა მხატვრის მუზეუმი "პატარა გურია". ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.280; ჟურნალი "გზა": gza.kvirispalitra.ge; Entrepreneur საქართველო: entrepreneur.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |