The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ წერეთელი

დაბადების თარიღი:1747
გარდაცვ. თარიღი:28 იანვარი, 1823  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, წერეთელთა სათავადო სახლის უფროსი, იმერეთის მეფეთა, ჯერ სოლომონ I-ის, შემდეგ სოლომონ II -ის სახლთუხუცესი, პირველი ვეზირი. 1784 წლის აგვისტოს მიწურულს დავით II-მ კათალიკოს მაქსიმე აბაშიძესა და მდივანბეგ დავით კვინიხიძესთან ერთად წერეთელი პეტერბურგს ელჩად წარავლინა. მან დიდი როლი შეასრულა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების რუსეთის მფარველობაში შესვლისა და მასთან შეერთების საქმეში. ამ დამსახურებისთვის მას პოლკოვნიკობა ებოძა. 1810 წელს იმერეთის აჯანყების ჩაქრობაში აქტიური მონაწილეობისა და სოლომონ II -ის იმერეთიდან განდევნისათვის რუსეთის მთავრობამ წერეთელი იმერეთის მმართველობის პირველ წევრად დანიშნა, 1811 კი გენერალ-მაიორის ჩინი (ჯამაგირით) და წმინდა ანას ორდენი უბოძა. ცარიზმის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ იმერეთის 1819-1820 წლის აჯანყების შესახებ ცნობებს აწვდიდა გორის ოლქის უფროსს. ამავე დროს ცდილობდა აჯანყება თავისი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინა, აჯანყებულებს გამარჯვების შემთხვევაში იმერეთის მეფედ თავისი შვილის - გრიგოლის კანდიდატურას სთავაზობდა. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.307

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1811 - გენერალ-მაიორის ჩინი (ჯამაგირით)
  • 1808 - პოლკოვნიკი
  • წმინდა ანას ორდენი

გააზიარე: