Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ წერეთელი![]()
Biographyიმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, წერეთელთა სათავადო სახლის უფროსი, იმერეთის მეფეთა, ჯერ სოლომონ I-ის, შემდეგ სოლომონ II -ის სახლთუხუცესი, პირველი ვეზირი. 1784 წლის აგვისტოს მიწურულს დავით II-მ კათალიკოს მაქსიმე აბაშიძესა და მდივანბეგ დავით კვინიხიძესთან ერთად წერეთელი პეტერბურგს ელჩად წარავლინა. მან დიდი როლი შეასრულა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების რუსეთის მფარველობაში შესვლისა და მასთან შეერთების საქმეში. ამ დამსახურებისთვის მას პოლკოვნიკობა ებოძა. 1810 წელს იმერეთის აჯანყების ჩაქრობაში აქტიური მონაწილეობისა და სოლომონ II -ის იმერეთიდან განდევნისათვის რუსეთის მთავრობამ წერეთელი იმერეთის მმართველობის პირველ წევრად დანიშნა, 1811 კი გენერალ-მაიორის ჩინი (ჯამაგირით) და წმინდა ანას ორდენი უბოძა. ცარიზმის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ იმერეთის 1819-1820 წლის აჯანყების შესახებ ცნობებს აწვდიდა გორის ოლქის უფროსს. ამავე დროს ცდილობდა აჯანყება თავისი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინა, აჯანყებულებს გამარჯვების შემთხვევაში იმერეთის მეფედ თავისი შვილის - გრიგოლის კანდიდატურას სთავაზობდა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.307 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |