შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა ბზეკალავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1988 წელს. 1989-1995წწ. მუშაობდა საპროექტო ბიურო "ინტურისტპროექტში" არქიტექტორად; 2005-2007წწ. ქ. მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მოადგილე იყო; 2004-2005წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურში, სანებართვო განყოფილების უფროსად; 2007-2012წწ. შპს "დილემას" მთავარი არქიტექტორი იყო; 2012-2013წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა ლექტორად; 2012-2015წწ. შპს "პარალელის" დირექტორი, მთავარი არქიტექტორი იყო; 2015 წლიდან კი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების უფროსია; შესრულებული აქვს საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტები: ინტურისტის სასტუმრო ქ. პიატიგორსკში, ერეკლე II ქუჩის რეკონსტრუქცია ქ. თბილისში, სასტუმრო "ლონდონის" რეკონსტრუქცია ქ. ბათუმში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შენობა ქ. გორში, სასტუმრო "ლაზიკას" შენობა დავით აღმაშენებლის გამზირზე ქ. ქობულეთში და სხვა; 2013 წელს მიენიჭა არქიტექტურის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და სტატია. მრავალი კონკურსის გამარჯვებული. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.86-87 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |