The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი იუდინი

დაბადების თარიღი:17 მარტი, 1904
გარდაცვ. თარიღი:1990  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ასტრახანი.

დაამთავრა ატრახანის მექანიკური ტექნიკუმი.

1823 წელს ასტრახანში ჩამოაყალიბა ცოცხალი სატირული გაზეთი, რომლის ავტორი და შემსრულებელი თავად იყო. 1927 წელს ის ჩამოდის თბილისში და  მუშაობას იწყებს ახლადჩამოყალიბებულ რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1943-1947 წლებში ა. იუდინი ერევნის დრამატული თეატრის მსახიობია. 1947 წელს შემოქმედებითი მოღვაწეობა ისევ თბილისის მოზარდა მაყურებელთა თეატრში განაგრძო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ეშმაკუნა (ა. პუშკინის "ყეყეჩი"), მისტერ ნიკი (ჩარლზ დიკენსის მიხედვით "ძველ ინგლისში"), ყვავი( ე. შვარცის "თოვლის დედოფალი"), კულგინი, კორშუნოვი, შმაგა, კრუტიცკი (ა. ოსტროვსკის "ჭექა-ქუხილი", "სიღარიბე საძრახისი არ არის", "უდანაშაულო დამნაშავენი", "უეცარი სიმდიდრე"), კლეიტონი (ბ. სტოუს "ბიძია თომას ქოხი"), სორინი (ლერმონტოვის "ესპანელები"), თედო (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), ფოსტალიონი ოტია(ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს") და სხვ. მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მსახიობი ქმნის დაუვიწყარ როლებს საბავშვო ვოდევილში პროფესორი ( ვ. კორესტილიოვის "უცნაური დიმკა") და იაშა ძია (ლ. გარაბინის "პაკეტი აფრიკიდან"). იგი წერს სიმღერებს პიესებისთვის: ლ. გერასკინის "წითელი ყელსახვევი", გ. ნახუცრიშვილის "კომბლე" და სხვ. ა. იუდინმა თავისი მრავალმხრივი შემოქმედებითი მოღვაწეობით დიდი წვლილი შეიტანა რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრის განვითარებაში.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.- გვ.26; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.398

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: