The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ვარდიაშვილი

გიორგი ვარდიაშვილი
დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:1947  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ალმატი, ყვარლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის საფერშლო სკოლა.

ბავშვობიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა ხალხური სიმღერებისა და ხალხური საკრავების მიმართ(ფანდური); ყმაწვილობისას სახალხო არტისტის, მარო თარხნიშვილის გუნდში ირიცხებოდა; ამ გუნდისათვის საკრავებით დიდი დახმარება აქვს გაწეული; თანდათან ცალკე გამოსვლებსაც ახერხებდა; ფილარმონიის მსახიობად ჩაირიცხა და საჯარო კონცერტებში ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა, განსაკუთრებით მოსწონდათ მის მიერ ფანდურზე დამღერებული "შაირები", რომლებსაც ხალხური კოლორიტით ასრულებდა; სხვადასხვა მუშათა კლუბებში მცირერიცხოვან ანსამბლებს ხელმძღვანელობდა; ფანდურის მასობრივად გამოყენების ინიციატივა და პოპულარიზაცია მისმა უნარმა განაპირობა; მოსკოვში გამართული ხალხური ხელოვნების პირველ დეკადაზე აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ინსტრუმენტალური ნაწილის ხელმძღვანელად იყო მიწვეული; ფანდურზე დამკვრელი ოცი ქალი მოამზადა და სანდრო კავსაძეს გვერდი დაუმშვენა; ომის წლებში და შემდეგაც, გარდაცვალებამდე, მას ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია ხალხის სამსახური, ანსამბლში თუ ცალკე, წარმატებით გამოდიოდა და საყვარელ საქმეს შეალია მთელი თავისი ძალ-ღონე.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 92

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: