The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე წერეთელი

კონსტანტინე წერეთელი
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 1973  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პერევისა, ახლანდელი ჭიათურის რაიონი.

1929 წლიდან ვ. ლენინის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გარდაცვალებამდე მუშაობდა თურქმენეთის სსრ-ში: 1929-1936 წლებში ყარაყუმის უდაბნოს მიმოკვლევის კომპლექსური რაზმის უფროსად, 1936- 1945 წლებში კი ამავე უდაბნოს გაწყლოვანებისა და ათვისების კომპლექსის პარტიის ხელმძღვანელად; 1945-1953 წლებში "კარაკუმსელვოდსტროის" სამმართველოს  მთავარ ინჟინრად, ხოლო 1953- 1973 წლებში ვ. ლენინის სახელობის ყარაყუმის არხის მშენებლობისა და ტრესტ "კარაკუმგიდროსტროის" მთავარ ინჟინრად. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე ყარაყუმის ყამირი მიწების ათვისებაში. ჰიდრომშენებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.308; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 303-304

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - თურქმენეთის სსრ დამსახურებული მშენებელი
  • 1962 - ლენინური პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: