The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან მირცხულავა

ლევან მირცხულავა
Legal name:რევაზ მირცხულავა
Date of birth:15 April, 1934
Date of death:16 January, 2013  (at 78 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Educator, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1956 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სოხუმის ქართულ დასში (1957-1962წწ. რეჟისორად, 1962-1965წწ. მთავარ რეჟისორად), მარჯანიშვილის (1965-1968წწ. რჟისორად, 1968-1970წწ. მთავარ რეჟისორად), რუსთაველის (1970-1975წწ.), რუსულ მოზარდ მაყურებელთა (1975-1981წწ. მთავარ რეჟისორად), გრიბოედოვის (1988-1990წწ. სამხატვრო ხელმძღვანელად), ფოთის (1985-1988წწ. სამხატვრო ხელმძღვანელად) თეატრებში. 1981-1988წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი რეჟისორი. აქ მოღვაწეობის დროს მან მრავალი მნიშვნელოვანი კონცერტი მოამზადა, ათი წლის მანძილზე უძღვებოდა სახალხო ზეიმ "თბილისობას". 1994-2000წწ. იყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მრავალი წლის მანძილზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თეატრალურ  ინსტიტუტში, 1984 წელს აირჩიეს სამსახიობო ოსტატობის კათედრის პროფესორად, ხოლო 1992 - წლიდან ამავე კათედრის გამგედ. 1995-1998წწ. ხელმძღვანელობდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტს. რექტორად მუშაობის პერიოდში მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინსტიტუტის ორგანიზაციული, სტრუქტურული, აკადემიური და მატერიალურ-ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტაში. მისი რექტორობის პერიოდში ხელოვნების ინსტიტუტმა არამარტო ბათუმში, საქართველოში დაიმკვიდრა ერთ-ერთი მოწინავე უმაღლესი სახელოვნებო საგანმანთლებლო  დაწესებულების ადგილი. იმავე პერიოდში  იგი სათავეში ედგა დრამისა და რეჟისურის კათედრას. გამოშვებული ჰყავს არაერთი სამსახიობო და სარეჟისორო ჯგუფი. მისი ხელმძღვანელობით დადგმული სადიპლომო სპექტაკლები შევიდა ბათუმის დრამატული თეატრის რეპერტუარში. 

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.- გვ.33; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.gebatu.edu.ge; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.291; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Awards and Honors

  • 1972 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1970 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია

Share: