Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან მირცხულავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1956 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა : სოხუმის ქართულ დასში(1957-1962წწ. რეჟისორად, 1962-1965წწ. მთავარ რეჟისორად), მარჯანიშვილის(1965-1968წწ. რჟისორად, 1968-1970წწ. მთავარ რეჟისორად), რუსთაველის(1970-1975წწ.), რუსულ მოზარდ მაყურებელთა(1975-1981წწ. მთავარ რეჟისორად), გრიბოედოვის(1988-1990წწ. სამხატვრო ხელმძღვანელად), ფოთის(1985-1988წწ. სამხატვრო ხელმძღვანელად) თეატრებში. ლ. მირცხულავა 1981-1988 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი რეჟისორი. აქ მოღვაწეობის დროს მან მრავალი მნიშვნელოვანი კონცერტი მოამზადა, ათი წლის მანძილზე უძღვებოდა სახალხო ზეიმ "თბილისობას". 1994-2000 წლებში იგი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ის მრავალი წლის მანძილზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თეატრალურ ინსტიტუტში, 1984 წელს აირჩიეს სამსახიობო ოსტატობის კათედრის პროფესორად, ხოლო 1992 წლიდან ამავე კათედრის გამგედ. 1995 წელს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის დაფუძნებისთანავე იგი დაინიშნა რექტორად, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1998 წლამდე. რექტორად მუშაობის პერიოდში ლევან მირცხულავამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინსტიტუტის ორგანიზაციული, სტრუქტურული, აკადემიური და მატერიალურ - ტექნიკური პრობლემების გადასაწყვეტად. მისი რექტორობის პერიოდში ხელოვნების ინსტიტუტმა არამარტო ბათუმში, საქართველოში დაიმკვიდრა ერთ - ერთი მოწინავე უმაღლესი სახელოვნებო საგანმანთლებლო დაწესებულების ადგილი. იმავე პერიოდში ლევან მირცხულავა სათავეში ედგა დრამისა და რეჟისურის კათედრას. გამოშვებული ჰყავს არაერთი სამსახიობო და სარეჟისორო ჯგუფი. მისი ხელმძღვანელობით დადგმული სადიპლომო სპექტაკლები შევიდა ბათუმის დრამატული თეატრის რეპერტუარში. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.- გვ.33; http://batu.edu.ge/main/page/1384/index.html; http://old.batu.edu.ge/index.php?rf=shownews&news=294&lang=ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |