The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ წერეთელი

ნუგზარ წერეთელი
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1957 წელს; 1974 წელს კი სკკპ ცკ-სთან არსებული უმაღლესი პარტსკოლა.

1962-1974 წლებში კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზეა. 1974-1986წწ. საქართველოს სსრ საავტორო უფლებების რესპუბლიკური სააგენტოს უფროსი; 1993-1996წწ.  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-მუშაკად; ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ყველა სიმღერა იწყება შენით" (1980), "მარად და ყველგან" (1985), "ფიქრიანი შემოდგომა" (1986); თარგმანები სლოვაკურ (კრებული: "სლოვაკური პოეზიის ანთოლოგია", მ. ფოცხიშვილთან ერთად, 1985; მ. ვალეკის, ვ. მიჰალიკის კრებულები) და პოლონური პოეზიიდან; მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება გ. რჩეულიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე "მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ" (1980, 1984), მონოგრაფია "სიმონ ჩიქოვანის შემოქმედება", 1981) და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.308; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.377

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - საქართველოს ლექტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1993-)
  • საქართველოს სსრ რესპუბლიკის საზოგადოება "ცოდნა", გამგეობის თავმჯდომარე (1986-)
  • სკკპ, წევრი (1963-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოს კულტურისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ორგანოების მუშაობაშიშეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: