The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ბიბილეიშვილი

ოთარ ბიბილეიშვილი
Date of birth:1 May, 1917
Date of death:2012  (at 94 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილლი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1935 წელს, თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1940 წელს.

1941-1945წწ. იყო იჟევსკის (რუსეთი) N7 სამხედრო ქარხნის კონსტრუქტორი, სამუშაოთა მწარმოებელი, საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი; 1946-1951წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "მთავარდასავლეთმშენის" ქუთაისის სამმართველოში, ავტოქარხნის მშენებლობის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1952-1956წწ. იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარე; 1956-1958წწ. ავტოქარხნის მშენებლობის უფროსი; 1958-1969წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქუთაისის N4 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1969-1970წწ. იმავე სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველი; 1971-1991წწ. იყო საქართველოს მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტები: იჟევსკის N7 გასამხედროებული ქარხანა, ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, ასევე, აბრეშუმის კომბინატი და ლითოფონის ქარხანა, სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები წყალტუბოში, საირმესა და ცაიშში, ქუთაისის დრამატული თეატრი, ფეხბურთის სტადიონები ქუთაისსა და სოხუმში, მთავრობის სახლი და ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი სოხუმში, ბზიფისა და დრანდის სახლსაშენი კომბინატები, კურორტ ბიჭვინთის კომპლექსი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.88

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: