The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამსონ ხურციძე

დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:1957  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ოზურგეთის სამოქალაქო სკოლა 1890 წელს.

1890 წელს მუშაობა დაიწყო ოზურგეთის სცენის მოყვარულთა წრეში მსახიობად. 1901 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის თეატრის მუდმივი დასი, სადაც ს. ხურციძესთან ერთად მოღვაწეობდნენ ა. წუწუნავა, ვ. ურუშაძე, კ. ბებურიშვილი და სხვ. 1913-1914 წლებში ის მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ შ. დადიანის ხელმძღვანელობით არსებულ ბათუმის  "მოგზაურ დასში". 1914-1915 წლებში მიწვეული იყო ლანჩხუთის თეატრში. 1916 წლიდან კი კვლავ ოზურგეთის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კარაპეტა(გ. ერისთავის "გაყრა"), ივანე, ავეტიკა(ა. ცაგარელის "ციმბირელი" და "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), სვიმონი(გ. ერისთავის "სამშობლო"), სიმონი(ს. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), გელა(აკ. წერეთელის "პატარა კახი"), ონოფრე(ლ. ანდრეევის "დღენი ჩვენი ცხოვრებისა"), ექიმი(ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ხევდური(ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი"), რაზმის უფროსი(გ. მდივნის "პარტიზანები"), თედორე(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), დობჩინსკი(ნ. გოგოლის "რევიზორი"), ანანია(ა. სუმბათაშვილის "ღალატი") და სხვ.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.- გვ.28

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: