The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელენტი ბისეიშვილი

მელენტი ბისეიშვილი
დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:1984  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაჩხვარეთი, ლანჩხუთის რაიონი.

სწავლობდა ბაქოს ტექნიკური სასწავლებელის სამშენებლო განყოფილებაზე 1911-1917 წლებში; საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე 1920 წლიდან.

1918-1920წწ. მუშაობდა ოზურგეთში მშენებელი ტექნიკოსის თანამდებობაზე; 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს გზების საპროექტო-საძიებო განყოფილებაში; 1935 წლიდან მუშაობდა საგზაო მშენებლობის სხვადასხვა ობიექტზე; ხელმძღვანელობდა ხიდების მშენებლობას მდ. ლიახვზე და მდ. ენგურზე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა "ბზიფი-რიწის ტბის" მნიშვნელოვანი საავტომობილო გზა, უნიკალური ხელოვნური ნაგებობებით, აგრეთვე "ნატახტარი-გორის" საავტომობილო მაგისტრალი; 1942-1953წწ. მუშაობდა გზატკეცილების მთავარი სამმართველოს სამეცნიერო კვლევით სადგურში უფროს მეცნიერ-მუშაკად, ლაბორატორიის გამგედ; 1953 წლიდან, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო გზების კათედრაზე დოცენტად; იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.89-90


გააზიარე: