შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავენტინა ბიუსი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კურტა, იაროსლავის ოლქი (რუსეთის ფედერაცია). დაამთავრა ლენინგრადის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1948 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1950 წელს. 1948-1953წწ. მუშაობდა ლენინგრადის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში ჰიგრავლიკისა და უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე; 1953-1958წწ. თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრაზე ასისტენტად; 1958 წლიდან კი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და თეორიული მექანიკის კათედრებზე ასისტენტად, ხოლო 1964 წლიდან დოცენტის თანამდებობა ეკავა; ახორციელებდა სამეცნიერო კვლევებს გამოყენებითი ჰიდრავლიკის დარგში; იგი მონაწილეობდა, როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ხელმღვანელობდა სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობას. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1951 წელს). 46 სამეცნიერო შრომის ავტორი და თანაავტორი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.90; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები / დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ. 164-165 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |