Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ბიუსი![]()
Biographyდაბადების ადსგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1945 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა ლენინგრადის ხიდების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1954-1994წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხიდებისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების კათედრაზე, ეწეოდა სამეცნიერო კვლევებს ხიდების დინამიკისა და გამოცდის დარგში; 1980-1994წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საკონსტრუქციო ბიუროში მონაწილეობდა კოსმოსური ანტენის შექმნაში; 1970 წლიდან იყო საკავშირო (შემდეგ - რუსეთის) მეცნიერებათა აკადემიის საპასუხისმგებლო საინჟინრო ნაგებობათა მდგომარეობის შეფასების მეთოდების დამმუშავებელი კომისიის მუდმივი წევრი; 1969 წლიდან ხიდებისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების კათედრის დოცენტის თანამდებობაზე მუშაობდა; გამოქვეყნებული აქვს 146 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე - გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიაში, მათგან 11 გამოიცა ქართულად; არის ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამოქვეყნებული სამი სტატიის ავტორი, შესრულებული აქვს 100-ზე მეტი კვლევა საქართველოს და სხვა საბჭოთა რესპუბლიკების სახალხო მეურნეობისათვის, რომლებიც დანერგილია პრაქტიკაში; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1959 წელს). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.90; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ. 165 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |