შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ მასხულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა მარტვილის პედაგოგიური ტექნიკუმი 1941 წელს; თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1950 წელს. 1942-1946 წლებში გამოდიოდა მარტვილის კულტურის სახლის სცენის მოყვრულთა წარმოდგენებში. 1950 წლიდან, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ნ. მასხულია სოხუმის ქართული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გამზრდელი(აკ. წერეთელის "გამზრდელი"), ყეყეჩი(ნ. ბერძენიშვილის "ყეყეჩი"), მუროვი(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), გადამწერი(ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), ოსმანა(შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ათანა(ი. ვაკელის "რვალი"), მიტო(ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), თეოფილე(რ. თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი"), ნიკიფორე(პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ბუშტია(ლ. მილორავას "მოხუცის გული"), კუკური(ვ. გაბესკირიას "კარგი ამხანაგები), ბრაბანციო, ტუბაცი(უ. შექსპირის "ოტელო" და "ვენეციელი ვაჭარი"), ამბაკო, ედემიკა(ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" და "მე ვხედავ მზეს"), ნარიკ აშბა(ლ. ქიაჩელის "ჰაკი აძბა") და სხვ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.- გვ.39-40 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |