Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ მასხულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა მარტვილის პედაგოგიური ტექნიკუმი 1941 წელს; თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1950 წელს. 1942-1946 წლებში გამოდიოდა მარტვილის კულტურის სახლის სცენის მოყვრულთა წარმოდგენებში. 1950 წლიდან, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ნ. მასხულია სოხუმის ქართული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გამზრდელი(აკ. წერეთელის "გამზრდელი"), ყეყეჩი(ნ. ბერძენიშვილის "ყეყეჩი"), მუროვი(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), გადამწერი(ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), ოსმანა(შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ათანა(ი. ვაკელის "რვალი"), მიტო(ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), თეოფილე(რ. თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი"), ნიკიფორე(პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ბუშტია(ლ. მილორავას "მოხუცის გული"), კუკური(ვ. გაბესკირიას "კარგი ამხანაგები), ბრაბანციო, ტუბაცი(უ. შექსპირის "ოტელო" და "ვენეციელი ვაჭარი"), ამბაკო, ედემიკა(ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" და "მე ვხედავ მზეს"), ნარიკ აშბა(ლ. ქიაჩელის "ჰაკი აძბა") და სხვ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.- გვ.39-40 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |