შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია ბიწკინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შაშიანი, თელავის რაიონი. დაამთავრა: თბილისის რეალური სასწავლებელი 1918 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1930 წელს; ლენინგრადის ავტოსაგზაო ინსტიტუტის ასპირანტურა 1935 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს გზატკეცილების მთავარ სამმართველოში; მონაწილეობდა საქართველოს სამხედრო გზის რეკონსტრუქციასა და მშენებლობაში; იმ პერიოდში შეიმუშავა და დანერგა შავი ფენილების მოწყობის ორიგინალური მეთოდები; 1941-1943წწ. საბჭოთა არმიის რიგებში იყო და მუშაობდა ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო საგზაო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; მონაწილეობდა ქერჩის, კრასნოდარის, არმავირის და სხვა მიმართულებით წარმოებულ სამხედრო ოპერაციაში; 1943-1946წწ. მუშაობდა საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს სამეცნიერო-კვლევითი სადგურის უფროსის მოადგილედ; 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო გზების კათედრაზე პროფესორად და კათედრის გამგედ; იყო სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანი; იყო პირველი ქართველი მეცნიერებათა დოქტორი საგზაო დარგში; მის კალამს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომი შავი საგზაო ფენილების ტექნოლოგიაში და საავტომობილო გზების მშენებლობის სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 1935 წელს ლენინგრადის ავტოსაგზაო ინსტიტუტში), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.90-91; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები / დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.165-166 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |