შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლემურა ჯაყელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1963 წელს. იმავე წლიდან მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია. განასახიერა მრავალი საპასუხისმგებლო როლი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მოტია (ვ. კატაევის "თეთრად ფრიალებს აფრა ეული") მაია (ალ. ჩხაიძის "როცა მთავრდება ბავშობა"), ელა (ა. ნეგოს "ციხე-სიმაგრის საიდუმლოება"), ხუთშაბათი (ლ. უსტინოვის "ფიფქია და შვიდი ჯუჯა"), მოსწავლე (დ. თაქთაქიშვილის "ნევის შევარდენი"), ოლგა (ნ. პოგოდინის "ნუ გეჩქარებათ სიცილი"), მაშა (ვ. აქსიონოვის, ი. სტაბოვიოს "კოლეგები"), პეტია ნეჩიტაილო (ა. ხმელიკის "ჯართი"), ვახუშტი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), მართა (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ავგუსტა (ა. თაბორიძის "დაკარგული დრო"), ავთო (ვ. იაქაშვილის "ციხის ხევის საიდუმლოება"), კაროჟნა, ეკატერინე (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", "ქამუშაძის გაჭირვება"), ზოია რუხაძე (რ. ებრალიძის "მე გაზაფხულზე მომკლეს"), ბაცა (ქ. ჭილაშვილის "აცა-ბაცა"), რიტა (გ. როშაძის "თეა და თემო"), გულქანა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ტკაჩოვა (ს. სალავეიჩიკის "ლუნევი"), გადია (ი. გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა?!"), დედა (ბ. ბრეხტის "სიმონა მაშარის სიზმრები"), სოფია პეტროვნა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), მაშო (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), როდამი (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"), რებეკა (ნ. დუმბაძის "კუკაჩარა"), მერი (ი. სამსონაძის "ბედნიერი ბილეთი") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.14 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |