The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონი ბიჭიაშვილი

ჯონი ბიჭიაშვილი
დაბადების თარიღი:1934
გარდაცვ. თარიღი:2015  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1959წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" სამრეწველო ნაგებობათა დაპროექტების განყოფილების ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1959-1969წწ. - "სოიუზპრომმექანიზაციის" მოსკოვის საპროექტო-საკონსრტუქტორო განყოფილებაში პროექტების მთავარ ინჟინრად, შემდეგ კი - განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; ავტორია სტავროპოლისა და ვოლგოგრადის რეგიონებში განხორციელებული საბაგირო გზების მშენებლობის პროექტების; 1969-1971წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრო-მეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკად. ამ პერიოდში მისი ზედამხედველობით განხორციელდა გარდაბნის ტერიტორიაზე და რკინაბეტონის კონსტრუქციების კათედრაზე, ასაწყობი რკინაბეტონის ღვარცოფდამცავი სივრცითი კონსტრუქციების ექსპერიმენტული გამოკვლევა; 1971 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი, პროფესორი, ჯერ მშენებლობის ორგანიზაციისა და მექანიზაციის, ხოლო შემდგომ სამშენებლო მანქანებისა და მექანიკური მოწყობილობების კათედრაზე; 1964-1967წწ. სწავლობდა მოსკოვის "მრეწმანქანათმშენებლობის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში და 1968 წელს მოსკოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1988 წელს ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აკადემიკოს ლურიეს კათედრაზე სადოქტორო დისერტაცია; 1992-1997წწ. მუშაობდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორად, სპეცდისციპლინების კათედრის გამგედ. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა შორის 20 მონოგრაფია, სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელოა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.91-92

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო და ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: