შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ბოკერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1959წწ. მუშაობდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" თბილისის ფილიალში; 1960-1970წწ. იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" მთავარი კონსტრუქტორი, ხოლო 1971-1976წწ. ამავე კომიტეტის მეცნიერების, ტექნიკისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსი; 1976 წელს აირჩიეს საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" დირექტორად; 1987 წლიდან მუშაობდა მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; 1991 წლიდან (კომიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ) იყო პროექტირების, ლიცენზირებისა და დარგის განვითარების სამმართველოს უფროსი, ხოლო 1996-2003წწ. სახელმწიფო ლიცენზირების ცენტრის დირექტორი; მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური ბიბლიოთეკის, ხელნაწერთა ინსტიტუტის, გეოფიზიკის ინსტიტუტის თერმობაროკამერის, კიბერნეტიკის ინსტიტუტის მშენებლობაში; მისი მთავარი კონსტრუქტორობით დაპროექტდა და საავტორო ზედამხედველობით აშენდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის, მათემატიკის, გეოფიზიკის, მანქანათმშენებლობისა და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტების შენობები, აგრეთვე, ბაქტერიოფაგის ახალი კორპუსი, ამიერკავკასიის (თბილისში) და შუა აზიის (ტაშკენტი) სამხედრო ოლქების შტაბის შენობები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.93 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |