The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ბოკერია

თამაზ ბოკერია
Date of birth:13 February, 1935
Date of death:2017  (at 81 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1959წწ. მუშაობდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" თბილისის ფილიალში; 1960-1970წწ. იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" მთავარი კონსტრუქტორი, ხოლო 1971-1976წწ. ამავე კომიტეტის მეცნიერების, ტექნიკისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსი; 1976 წელს აირჩიეს საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" დირექტორად; 1987 წლიდან მუშაობდა მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; 1991 წლიდან (კომიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ) იყო პროექტირების, ლიცენზირებისა და დარგის განვითარების სამმართველოს უფროსი, ხოლო 1996-2003წწ. სახელმწიფო ლიცენზირების ცენტრის დირექტორი; მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური ბიბლიოთეკის, ხელნაწერთა ინსტიტუტის, გეოფიზიკის ინსტიტუტის თერმობაროკამერის, კიბერნეტიკის ინსტიტუტის მშენებლობაში; მისი მთავარი კონსტრუქტორობით დაპროექტდა და საავტორო ზედამხედველობით აშენდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის, მათემატიკის, გეოფიზიკის, მანქანათმშენებლობისა და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტების შენობები, აგრეთვე, ბაქტერიოფაგის ახალი კორპუსი, ამიერკავკასიის (თბილისში) და შუა აზიის (ტაშკენტი) სამხედრო ოლქების შტაბის შენობები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.93

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: