The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ბერაია

ლევან ბერაია
დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1960  (58 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო ფაკულტეტი 1992 წელს.

1977 წელს მუშაობა დაიწყო მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტის  თანამდებობაზე; 1992 წელს სოიასგან დაიწყო სხვადასხვა პროდუქტების წარმოება და დააპატენტა "სოიასაგან რძის მიღების ხერხი"; 1993 წელს ბატონ ჯუმბერ პატიაშვილთან ერთად  ჩაატარა დიდი დეგუსტაცია და პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო 40 დასახელების პროდუქტი. 1994-1997 წლებში მეგობრებთან ერთად კვების მრეწველობაში დაუპატენტეს 8 გამოგონება, რომელიც შემდეგ დანერგეს წარმოებაში; 1996 წელს მეგობრებთან ერთად დაარსა შ.პ.ს "აგროკონსორციუმი წეროვანი", რომელიც არის წამყვანი კომპანია კვების მრეწველობაში, კერძოდ  ყველისა და კარაქის წარმოებაში; 80-იანი წლების დასაწყისიდან იყო პატრიარქის სტიქაროსანი სიონის საკათედრო ტაძარში; 1978 წლიდან  დაინტერესებულია თავად აზნაურული გვარების შესწავლით; 2006 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "საქართველოს თავად აზნაურული გვარები", ხოლო 2017 წელს გამოცა ახალი წიგნი "ქართველ თავად აზნაურთა გვარების აღწერა". არის 40-მდე სამეცნიერო სტატიისა და შრომის ავტორი. შესწავლილი აქვს დაახლოებით 1000 გვარის ისტორია.  2001 წელს შ.პ.ს "აგროკონსორციუმი წეროვან"-მა გამოუშვა, უფრო სწორად, აღადგინა ჟურნალი "გუთნის დედა", რომელიც გამოდიოდა ყოველთვიურად ორი წლის განმავლობაში და ლევან ბერაია მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად (ჯუმბერ პატიაშვილი, ავთანდილ ჩინჩალაძე, რეზო კიკალიშვილი, ლევან ბერიაშვილი; რედ.: ელგა ფოლადაშვილი) იყო ამ ჟურნალის დამაარსებლები და რედკოლეგიის წევი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "წეროვანი ჯგუფი" - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების საზოგადოებრივ სამეცნიერო კავშირი, თანადამფუძნებელი, წევრი (2001-)
  • ფირმა "სოია", დამფუძნებელი (1992-)
  • შ.პ.ს "აგროკონსორციუმი წეროვანი", თანადამფუძნებელი, დირექტორის მოადგილე (1996-)
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება(შ.პ.ს) "სოია პროდუქტი", თანადამფუძნებელი (1994-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: