The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იგორ ბოკერია

იგორ ბოკერია
Date of birth:1 January, 1945  (79 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: გერმანია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენბლო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968-1974წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს საკონსტრუქტორო ბიუროს განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1974-1976წწ. იყო კაპმშენებლობის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი; 1976-1983წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1983-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენბანკის მმართველის მოადგილედ; 1987-1988წწ. ნავთობპროდუქტების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1988-1991წწ. საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") თავმჯდომარის მოადგილედ; აქტიურად მონაწილეობდა ელექტროტექნიკური მრეწველობის მრავალი ობიექტის დაპროექტებაში; მისი ხელმძრვანელობითა და კურირებით აშენდა არაერთი საზოგადოებრივი, სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტი; 1991 წლიდან მოსკოვშია და მუშაობს სამშენბლო ფირმის ერთ-ერთ ხელმძრვანელად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.93


Share: