The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ბოკერია

ნოდარ ბოკერია
Date of birth:24 March, 1936  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საგზაო მშენებლობის ფაკულტეტი 1960 წელს.

1962-1965წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო საავტომობილო გზების საკავშირო საპროექტო ინსტიტუტის თბილისის ფილიალში ტექნიკოსად; მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სოფლმშენსახპროექტში" ინჟინრად; 1965-1967წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში - უფროს მშენებელ ინჟინრად; 1967-1972წწ. მევენახეობა-მეხილეობის საბჭოთა მეურნეობების ტრესტში - საპროექტო ჯგუფის უფროსად; 1972-1980წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპროექტო კანტორის დირექტორად; 1980 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს N1 სარემონტო-სამშენებლო ტრესტს, 1996 წელს - საქართველოს საგადასახადო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ოპერატიული სამსახურის სამმართველოს; 1998 წელს დაინიშნა საქართველოს საგადასახადო სამსახურის ქვემო ქართლის ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსად, 2000 წელს კი - საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.94

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: