The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ასმიკ ჟამკოჩიანი

ასმიკ ჟამკოჩიანი
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 2011  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქსანი, კასპის რაიონი.  

დაამთავრა თბილისის სომხური საშუალო სკოლა 1941 წელს.

1942 წლიდან მუშაობას იწყებს თბილისის სომხურ თეატრში მსახიობად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სონია(კ. სემიონოვის "მელოდე"), რუქაია(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ნატაშა, კრუჩინინა(ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი", „უდანაშაულო დამნაშავენი"), ემილია, ნატაშა, ანანო(გ. სუნდუკიანის „პეპო", „ხათაბალა", „კიდევ ერთი მსხვერპლი"), ზემფირა(ა. პუშკინის "ბოშები"), მარეხი, ბარბარე(ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში", "მინდა კნეინა გავხდე"), ემილია, დედოფალი(უ. შექსპირის "ოტელო", "მეთორმეტე ღამე"), ბარონესა, დონა მარია( მ. ლერმონტოვის "მასკარადი", "ესპანელები"), ვიქტორია(ა. პაპაიანის "დიახ, ქვეყანა გადატრიალდა") და სხვ.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.- გვ. 52; kino-teatr.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: